აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ვიზიტი

22 იან, 2010

 

ფონდში “ღია საზოგადოება – საქართველო” აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინიციატივით შედგა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანელი კოლეგების საქართველოში ვიზიტის მიზანი ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში გარკვევა და საქართველოსთან სოლიდარობის გამოხატვა იყო. სტუმრებმა თბილისსი ჩამოიტანეს სამოქალაქო სექტორში დევნილთა დასახმარებლად სახელდახელოდ შეგროვილი თანხა.

 

აღნიშნული მისიით თბილისში ჩამოვიდნენ: არზუ აბდულაევა – ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის აზერბაიჯანის კომიტეტი; ელდარ ნამაზოვი – სამოქალაქო ფორუმი; მეჰმან ალიევი – საინფორმაციო სააგენტო “თურანი”; ავაზ ჰასანოვი – ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება; საადათ ბენანიარლი ISHR-ის აზერბაიჯანული ჯგუფი.

შეხვედრის წინა დღეებში სტუმრებმა მოინახულეს დევნილები, შეხვდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, იყვნენ გორში. თბილისში დაბრუნებულებმა კრიზისის დაძლევაში რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების როლსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს ქართველ კოლეგებთან ერთად, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანლებიც იყვნენ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა პრესკონფერენცია ქართული მედიისათვის.

 

 

მიხეილ მირზიაშვილი
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მენეჯერი