ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაცია - ”საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია: პრობლემები და პერსპექტივები”...

25 იან, 2010

 

საზოგადოებრივი ინტერესიდან და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” მნიშვნელოვნად მიიჩნია ანალიტიკური ანგარიშის მომზადება, რომელშიც განხილული იქნება საქართველოს რკინიგზის პრივატიზაციისა და მისი მართვის უფლებით გადაცემის სამართლებრივი საფუძვლები,ასევე, ზოგადად, რკინიგზის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისათვის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით.

ანგარიშში მიმოხილულია შემდეგი საკითხები: სარკინიგზო რეფორმის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო კონტექსტში;
საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო პოტენციალი;
რკინიგზის როლი საქართველოს ეკონომიკაში;
საქართველოს რკინიგზის პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის საკითხები;
რკინიგზის ფუნქციონირების ეკონომიკური ანალიზი;
დასკვნა და რეკომენდაციები.

 

ჩამოტვირთეთ

 

 

ირინა ლაშხი
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი