ანალიტიკური ანგარიში „ომის შემდეგ დაპირებული ფინანსური დახმარების კრედიტის კომპონენტის შეფასება”

26 იან, 2010

 

აგვისტოს ომის შემდეგ გამართულ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე დაპირებული 4,8 მილიარდი აშშ დოლარის[1] ფინანსური დახმარებიდან 3-ი მილიარდი კრედიტია. ამ კრედიტის ნახევარი საქართველოს მთავრობის, ხოლო მეორე ნახევარი კერძო კომპანიების დასახმარებლად გამოიყო. ანგარიშში მიმოხილულია, თუ რა მოცულობის კრედიტს მიიღებდა საქართველო ომი რომ არ მომხდარიყო; რა სექტორული პრიორიტეტები ფინანსდება კრედიტით; შეღავათიანი არის თუ არა საქართველოსთვის გამოყოფილი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი და რამდენად დააწვება ის საქართველოს მოსახლეობას წლების შემდგომ; რამდენად არის გამოყოფილი კრედიტებით დაფინანსებული პროექტები გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მომტანი და ა.შ.

ანგარიში მომზადდა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” შიდა პროექტის ფარგლებში ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ექსპერტის ჯორჯ ველტონის მიერ. პროექტი განხორციელდა კოალიცია „გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს-ფარგლებში, რომლის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები არიან: “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “კივიტას გეორგიკა”, “მწვანე ალტერნატივა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” და დამოუკიდებელი ექსპერტები.

 

ჩამოტვირთეთ…

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ირინა ლაშხს
ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”  
http://www.csf.ge/  http://www.transparentaid.ge/

 

ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი