არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მდგომარეობა და მიმართვა პარლამენტს

29 ოქტ, 2012

29 ოქტომბერს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე ისაუბრა.

ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ცისკარიშვილმა და ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მედიას გააცნეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ამჟამინდელი მდგომარეობა. ისაუბრეს ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალურ №11 დაწესებულებაში 2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის, ე. წ. “ბუნტის” წინაპირობებსა და შედეგებზე და ამჟამინდელ  პარლამენტს აღნიშნული ფაქტის გამოძიების თხოვნით მიმართეს.

ორგანიზაცია მოითხოვს, გადაიხედოს ე.წ. ბუნტში მონაწილე არასრულწლოვნების საქმეები და სასწრაფოდ მოხდეს მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა პირობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლონ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. ცენტრი ასევე, სთხოვს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, გასაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართ და უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების სააღმზრდელო დაწესებულებად ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება არასრულწლოვანთა განვითარებაზე.

 

ნახეთ თემა მედიაში:

არასრულწლოვნები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში –  ონლაინ გამოცემა ‘ლიბერალი’, ავტორი: ლიკა ზაკაშვილი

“კენწვლის” მეთოდი არასრულწლოვანთა დასასჯელად– რადიო ‘თავისუფლება’, ავტორი: ნინო თარხნიშვილი

ინფო 9

მეცხრე არხი

რუსთავი 2

პირველი არხი

სხვა მედია.