ეთიკური გამოწვევები ქართულ მედიაში

29 ნოე, 2012

22  ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში მედიასაშუალებების, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ქართული მედიის უახლეს ეთიკურ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციის თემები, ძირითადად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და სხვა ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პერიოდში განხორციელებულ მედიამონიტორინგის შედეგებს დაეფუძნა. „მედია სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნებისთვის” – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში მედიის მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კონფერენციის დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის მთლიანი პერიოდის განმავლობაში პრობლემა ბალანსისა და მიუკერძოებლობის, საგამოძიებო მასალების ნაკლებობისა და ამომრჩევლის რეალურ პრობლემაზე გამართული დისკუსიის ნაკლებობა იყო.

კონფერენცია ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით ჩატარდა. თანაორგანიზატორები იყვნენ: ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს უნივერსიტეტი.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად ქართულ მედიაში გამოვლენილ ხარვეზებზე. განიხილეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდატი და პრაქტიკა კონკრეტული მაგალითების მიხედვით. ისაუბრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოწვევებზე  საარჩევნო პერიოდში და მის შემდგომ. კონფერენციის მეორე დღე თვითრეგულირების მექანიზმების მნიშვნელობას და მისი განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.

 

წაიკითხეთ, ნახეთ ვიდეო:

„მედია სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნებისთვის” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კონფერენცია– Media.ge

 

25-ე არხი