ეწყობა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა

22 იან, 2010

 

პროექტის “ბერილუსი” ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა-გაყიდვა

პროექტი “ბერილუსი” დააფინანსა ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო”, რომლის ფარგლებშიც სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში – “მომავლის სახლი” აამუშავა კლუბები (ფოტოგრაფია, თექითა და ბისერებით აქსესუარების დამზადება, ლათინო-ამერიკული ცეკვები, ბრეიქდანსი), სადაც თავისუფალ დროს სხვადასხვა ბავშვთა სახლის (თბილისის, წყნეთის, პირმისაანთკარის, ახალგორის), NN  198 და მე-200-ე საჯარო სკოლის ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელები  კვირაში ორჯერ იკრიბებიან და ახორციელებენ მათთვის საინტერესო საქმიანობებს. კლუბური მუშაობის პარალელურად ბავშვებთან ერთად იგეგმება სხვადასხვა აქციები.

იმისათვის, რომ მოხდეს მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა უნარების წარმოჩენა და იმ სტერეოტიპების რღვევა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში მოცემული კატეგორიის ბავშვების მიმართ, აღსაზრდელთა მიერ დაიგეგმა კლუბური მუშაობის განმავლობაში გადაღებული ფოტოსურათებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

18 ოქტომბერს 13:00 საათზე გალერეაში “ჰობი”  გაიხსნება გამოფენა და გაიმართება პროექტის “ბერილუსი” პრეზენტაცია. ბავშვების ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნება ორი დღის განმავლობაში -18-19 ოქტომბერს 13:00-დან 17:00 საათამდე.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

მისამართი: გ. ჭანტურიას  N 8
საკონტაქტო პირი: ირაკლი ნადირაძე  (898) 15 90 65,  
e-mail:

 

 

გიგა ზედანია
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი