ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე- აქციები თბილისის ქუჩებში

12 თებ, 2013

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, ორგანიზაცია „B და C  ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება” 2011 წლიდან ახორციელებს პროექტს „ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე“. კამპანიის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს მიუწვდება ხელი ტკივილის შემამსუბუქებელ ეფექტურ და თანამედროვე საშუალებებზე.

პროექტის “ვიცხოვროთ ტკივილის ფარგლებში” 2013 წლის 1 თებერვალს გაიმართა ქუჩის აქციები, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მოსახლეობაში პროექტის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მათი უფლების – ტკივილის გარეშე ცხოვრების უფლების გაცნობა. ქუჩის აქციებში ჩართულნი იყვნენ ქ. თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

აქცია ერთდროულად ხორციელდებოდა როგორც ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქ. თბილისი რუსთაველის და თავისუფლების მოედნის მეტროებში.