კამპანიის “ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ” ვიდეორგოლების კონკურსში 4 გამარჯვებული გამოვლინდა

7 მაი, 2014

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში კამპანია “ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ” ვიდეორგოლების კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ. 

კონკურსი 11 მარტს გამოცხადდა და 25 აპრილამდე მიმდინარეობდა. მასში 40-მდე ახალგაზრდამ მიიღომ მონაწილეობა, რომელთაც ერთმანეთისგან ფორმითა და შინაარსით განსხვავებული ვიდეოები წარმოადგინეს.

ჟიურიმ კონკურსის შედეგად 4 გამარჯვებული გამოავლინა:

 

კონკურსის ჟიურიში კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ, ვიდეორგოლების შერჩევის დროს ჟიურიმ 3 კრიტერიუმით იხელმძღვანელა – კამპანიის მიზნებთან შესაბამისობა, კრეატიულობა და ვიდეოს ხარისხი. 

კონკურსის 4-ვე გამარჯვებულს პრიზად 500 აშშ დოლარი გადაეცა, ხოლო სპეციალური პრიზი – 250 აშშ დოლარი იყო.

გამარჯვებული ვიდეოები ნახეთ აქ.