კოალიცია “დევნილთა უფლებებისათვის” აცხადებს კონკურსს კოალიციის ლოგოს შესაქმნელად.

22 იან, 2010

კოალიცია “დევნილთა უფლებებისათვის” აცხადებს კონკურსს კოალიციის ლოგოს შესაქმნელად.

კოალიცია აერთიანებს ცხინვალის რეგიონის და შიდა ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოწოდებულია დახმარება გაუწიოს საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

 1.კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი ლოგო კოალიციის საქმიანობას უნდა შეესაბამებოდეს.
 2.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორ იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. 
 3.ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო ნაშრომების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
 4.კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ლოგო უნდა იყოს ფერადი.

გამარჯვებული ლოგოს ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 250 ლარის ოდენობით. 

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი.

ნაშრომები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტით მისამართზე:
საკონტაქტო პირი: ზურაბ ბენდიანიშვილი (899 500-136).