მედიაცენტრში პირველი პრესკონფერენცია გაიმართა

24 სექ, 2012

დღეს, 24 სექტემბერს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მუშაობა დაიწყო მედიაცენტრმა. მედიაცენტრის მეშვეობით, ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას მიაწვდიან ინფორმაციას წინასაარჩევნო გარემოს კვლევის, არჩევნების დღის მონიტორინგის, ხმების დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ.

პირველი პრესკონფერენცია მედიაცენტრში მოძრაობა “ეს შენ გეხებამ” და კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისათვის” ჩაატარეს. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესების ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. მათ საგანგაშოდ მიაჩნიათ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტოგადაღების დამატებითი წესების დადგენას გულისხმობს. ცესკო-ს დადგენილების პროექტი ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ წესებს და სრულიად დაუსაბუთებლად ზღუდავს საარჩევნო პროცესის გაშუქების შესაძლებლობას. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი Must Carry-ს პრინციპის გაგრძელებას არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდში. 

ნახეთ კოალიციის “მედიის ადვოკატირებისათვის” განცხადება.