მონღოლეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენელთა ვიზიტი ფონდში ”ღია საზოგადოება - საქართველო”

21 იან, 2010

5 აპრილს ფონდში “ღია საზოგადოება-საქართველო” სტუმრად იმყოფებოდნენ მონღოლეთის ღია საზოგადოების ფორუმის მენეჯერი ქ-ნი ბ.მუნხსოიოლი და მონგოლეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის თავმჯდომარე კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

სტუმრები  საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით ჩამოვიდნენ. თავის დროზე ამ კონტაქტებს სწორედ ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და მონგოლეთის ღია საზოგადოების ფორუმის ძალისხმევით შეეწყო ხელი.

ფონდში ვიზიტის დროს სტუმრებმა  მონღოლეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის მიღწევებსა თუ პრობლემებზე ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის –  დავით დარჩიაშვილის საუბრისას ხაზი გაესვა იმ პროექტებს,  რომლებიც 2006 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფონდის მხარდაჭერით განახორციელა, კერძოდ, ფონდის მხარდაჭერით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ  ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა-“მოსახლეობის მოლოდინები საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალ პროგრამირებასთან დაკავშირებით”, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა გაიარეს პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებელი ტრეინინგ-კურსები, ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟგუფი.

სტუმრებმა ისაუბრეს მონგოლეთისა და საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიების თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.