მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთკავკასიური კინოფესტივალი ”მე - ადამიანი” გრძელდება

21 იან, 2010

12 სექტემბერს ფონდში “ღია საზოგადოება – საქართველო” ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი -“საკონტროლო პუნქტი”.   ფილმის ჩვენება მოეწყო ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო”, ღია საზოგადოების ინსტიტუტის აზერბაიჯანისა და სომხეთის ფონდებისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ მხარდაჭერილი მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთკავკასიური   კინოფესტივალის “მე – ადამიანი” ფარგლებში. ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცა გასაუბრებოდა ფილმის ავტორს – იოავ შამირს და გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილება.

კინოფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია  იხილეთ ელექტრონულ გვერდზე  www.I-human.caucasus.net  . 

ამონაწერი ფილმის წარმატებათა სიიდან:

Joris Ewens Award IDFA Amsterdam 2003

Best International Documentary Feature Award, Hot Docs, Toronto 2004

The Golden Gate Award, San Francisco International Film Festival 2004

Cinematography Award, Tel Aviv International Documentary Film Festival 2004  

ფილმი მომზადებულია 2003 წელს ისრაელში
ფილმის ხანგრძლივობა: 80 წთ.
ფილმის რეჟისორი/ ოპერატორი / სცენარისტი:
იოავ შამირ
მონტაჟი:
ერა ლაპიდ
პროდიუსერი: ედნა და ელიონორ კოვარსკები
საპროდიუსერო კომპანია: ედენ პროდაკშენ / ამიტოს ფილმს

სამ მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში, ანუ სამ რეგიონში, რომელსაც ისრაელი სამხედროები 1967 წლიდან აკონტროლებენ. როცა პალესტინელებს სურთ ესტუმრონ ნათესავებს ან მეგობრებს, გაემგზავრონ სამსახურში ან ექიმთან მეზობელ რაიონში, მათ უწევთ გაიარონ ისრაელის არმიის მძიმე ტექნიკით დაცული  საკონტროლო პუნქტები. ეს კი პალესტინელთათვის ნიშნავს ხანგრძლივ რიგში დგომას, დამამცირებელ ჩხრეკას, ისრაელ ჯარისკაცთა ზოგჯერ გაუმართლებელ მოთხოვნათა შესრულებას, ენობრივ ბარიერს. ფილმის რეჟისორი პალესტინელთა ყოფის ამგვარ ეპიზოდებს ორი წლის განმავლობაში იღებდა, რათა ეჩვენებინა თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს საკონტროლო პუნქტების არსებობა საზოგადოების განვითარებაზე საზღვრის ორივე მხარეს.

უფრო დაწვრილებით ფილმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონულ გვერდზე:  www.edenproductions.co.il