მცხეთის № 2 სკოლის მოსწავლეებმა პროკურორებთან და პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სკვერები დაასუფთავეს და ხეები დარგეს

21 იან, 2010

2005 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს პროექტი “საზოგადოებრივი პროკურატურის მოდელის დანერგვა”, რომელიც დაიწყო საქართველოს გენერალური პროკურატურის, ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივის და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ერთობლივი ინიციატივით. საზოგადოებრივი პროკურატურის მოდელი საშუალებას იძლევა  გაიზარდოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების დონე საზოგადოების წინაშე, გარკვეული ტიპის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტურობა, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხს.   მოდელის დასანერგად საპილოტო რეგიონად შეირჩა მცხეთა. პროკურორებისათვის ჩატარდა  ტრენინგ-სემინარები. პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია მუშაობა საქართველოში საზოგადოებრივი პროკურატურის მოდელის დანერგვის კონცეფციაზე.
2007 წლიდან პროექტი შევიდა აქტიურ ფაზაში. ტარდება შეხვედრები ქ, მცხეთის ადგილობრივი მმართველობის, გუბერნატორის, პოლიციის, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტის უწყებების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად განისაზღვროს რეგიონში არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და საზოგადოებასთან მუშაობის ფორმები.

მცხეთაში პროკურორების ინიციატივით ზოგად-საგანმანათლებლო სკოლებში ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა მაღალი კლასის მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს რეგიონის ახალგაზრდობის პრობლემები, პროკურორებმა გააცნეს მოზარდებს საკანონმდებლო სიახლეები, განუმარტეს თუ რა ითვლება დანაშაულად და რა ისჯება კანონით და ა.შ.  მომავალში მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.  ასეთი ტიპის შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს.
23 მარტს მცხეთის №2 სკოლის მოსწავლეებმა პროკურორებთან და პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე სკვერი და დარგეს ხეები, რომლის მიწოდება უზრუნველყო სატყეო დეპარტამენტმა.