ოსმა, აზერბაიჯანელმა, სომეხმა და ქართველმა მოზარდებმა საზაფხულო ბანაკებში 2 კვირა ერთად გაატარეს

26 იან, 2010

 

საზაფხულო ბანაკების ფორმით სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავების და ამ პროგრამით სამოდელო ბანაკების მოწყობის ინიციატივით ფონდი 2009 წელს გამოვიდა და კონკურსი სახელწოდებით “სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკები” გამოაცხადა.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და უმრავლესობის წარმომადგენელთა შორის პიროვნული კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა, ქართული ენის შესწავლის მოტივაციის გაზრდა, სამოქალაქო განათლება, ტოლერანტული თემების წინ წამოწევა, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის პოპულარიზაცია-პროექტის განმახორციელებლების წინაშე დასახული უმთავრესი ამოცანები იყო.

დასახული მიზნის მიღწევის საკუთარი ხედვა სამოცდაექვსმა ორგანიზაციამ წარმოადგინა. მათგან ფონდმა ექვს პროექტს დაუჭირა მხარი და თითოეული 13000-15000აშშ დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. გამარჯვებული ორგანიზაციები გარდაბნიდან, ბოლნისიდან, მარნეულიდან, წალკიდან და თბილისიდან არიან (სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, ასოციაცია ლიბერტა, კულტურათაშორის თანამშრომლობა ქვემო ქართლში-ხიდი, კეთილი ნების მისია- მისიონერები, ასოციაცია “ბეთლემი”, ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი-პარტნიორები საქართველო.)

ბანაკების ორგანიზატორების მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯი იყო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაზე მიმართული ღონისძიებები (ექსკურსიები), რომელმაც მოზარდებს რეგიონში ეროვნებათაშორის თანამეგობრობის მაგალითები ისტორიული წარსულის მოშველიებით გააცნო, სადაც თანკვეთა ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ქართულ კულტურებს შორის მუდმივად სახეზეა.

ღონისძიება ფონდის დირექტორის ქეთევან ხუციშვილის მისალმებითა და დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა. 5 წუთიანი ფილმი შინაარსითა თუ ვიზუალური ელემენტებით სრულად აღწერდა სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი მოზარდების ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას 2 კვირიან საზაფხულო ბანაკში.

ოქტომბრის თვეში გუდაურში, ქვეშეთის ბანაკში კიდევ 40 მოზარდი გაემგზავრება.

 

ინფორმაცია გამარჯვებული ორგანიზაციების შესახებ.

 

მალხაზ სალდაძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა