„რა ხდება იქ, სადაც ჩვენ ვართ“- გრძელდება სემინარები მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაზე

25 დეკ, 2012
27 დეკემბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი მეხუთე სემინარი თემაზე „რა ხდება იქ, სადაც ჩვენ ვართ”. მოხსენებას გააკეთებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
სემინარზე დასწრება თავისუფალია.
სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.
სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2011 წელს ჩატარებული სემინარების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ აქ.