სააღდგომო საჩუქარი ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ვრცლად...

22 იან, 2010

ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” და საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთობლივი პროექტის “საზოგადოებრივი პროკურატურა” ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით 2008 წლის 26 აპრილს მცხეთის რაიონში მდებარე ძეგვის ბავშვთა თავშესაფარში განხორციელდა საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა-გაყიდვა. თავშესაფარში მცხოვრებმა ბავშვებმა გასაყიდათ გამოიტანეს საკუთარი ხელით დამზადებული სხვადასხვა სახის ნაკეთობები.  ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში პროკურორებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს აღდგომის წმინდა დღესასწაულის აღსანიშნავად სხვადასხვა  სახის პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, და ფასიანი საჩუქრები გადასცეს, რითაც ძალიან გაახარეს ბავშვები, პროკურორებმა ბავშვებთან  ერთად მონაწილეობა მიიღეს სააღდგომო კვერცხების შეღებვაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ძეგვის ბავშვთა თავშესაფარზე კურატორობა მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ 2007 წლიდან “საზოგადოებრივი პროკურატურის” პროექტის ფარგლებში აიღო, რაც დღემდე ბევრი კეთილი საქმის კეთებით გამოიხატება.

 

თამარ ქალდანი, დავით მეტრეველი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა