სადისკუსიო შეხვედრა მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციასთან დაკავშირებით

9 ივლ, 2010

ორშაბათს,  12 ივლისს, 18 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, მეფე მირიანის დარბაზში გაიმართება სადისკუსიო შეხვედრა მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობენ კანონპროექტის ინიციატორები- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მისი მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის სხვა წევრები,  მთავრობის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე ინგლისური სინქრონული თარგმანით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:

ირინა ლაშხს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორს –

ან მარინა გვიმრაძეს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ასისტენტს – .