სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანთათვის და გამოიცა ბროშურა ვეტერანთა სოციალურ უფლებათა შესახებ

22 იან, 2010

ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით და ფონდის “აფხაზინტერკონტი” ორგანიზებით იმერეთის რეგიონში ჩატარდა ტრენინგები სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანთათვის და გამოიცა ბროშურა ვეტერანთა სოციალურ უფლებათა შესახებ

ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლებისპროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – “1991-1993 წლების ომისა დ ა იმერეთის რეგიონში სამხედრო ძალების ვეტერანთა რეაბილიტაცია და ინტეგრაცია” ფარგლებში (პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაცია – ფონდი “აფხაზინტერკონტი”, პროექტის განხორციელების ვადა  – 15.05.08-25.11.08) იმერეთის რეგიონში ჩატარდა ტრენინგები სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანთათვის, მათ შორის დევნილი მეომრებისათვის მათი სოციალური უფლებებისა და შეღავათების, ადვოკატირებისა და ლობირების საკითხებში, კონფლიქტოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, მცირე ბიზნესის საფუძვლებში. 

პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა ასევე  – 500 საინფორმაციო ბიულეტენის “ზრუნვა” დანართი – “ვეტერანი”.

 


(ჩამოტვირთეთ)

 

 

გიგა ზედანია
სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი