”სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის” მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

20 იან, 2010

2007 წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის მიერ განხორციელული “სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის” მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია.

ანგარიშში გაანალიზებულია “სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის” მიმდინარეობა 2006 წელს და 2007 წლის 10 თვის შედეგები. 

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში სიღარიბის დონის შესამცირებლად აირჩია სტრატეგია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უკიდურესად ღარიბი ფენისათვის ჯანდაცვის ძირითადი ხარჯების დაფინანსებას,  რისთვისაც შემუშავდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა უნდა მოემსახუროს დაახლოებით 700 ათას ადამიანს და მან ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ნაწილის ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესებასა და სიღარიბის დონის შემცირებას.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის მონიტორინგის ანგარიშში მიმოხილულია “სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამის” ეფექტიანობა სიღარიბის დონის შემცირების კუხით.

 


 ჩამოტვირთეთ