სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამოხატვის მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

20 დეკ, 2013

20 დეკემბერს ფრონტლაინ კლუბში მედიის განვითარების ფონდმა MDF ქართულ მედიაში სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამოხატვის მედიამონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი მიმდინარეობდა 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. მონიტორინგი ხორციელდებოდა ისეთ თემებზე როგორიცაა ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების თემატიკის გაშუქება ტელევიზიებში რუსთავი2, იმედი, საზოგადოებრივი, კავკასია, მაესტრო, მეცხრე არხი (დახურვამდე), ასევე გაზეთებში ასავალ დასავალი, რეზონანსი, 24 საათი, კვირის პალიტრა, ქრონიკა, ალია მონიტორინგი ნაწილობრივ მოიცავდა სააგენტოებსაც.

ანგარიშში წარმოდგენილია მედიის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი ანალიზი. კვლევის ერთერთი მიზანი იყო გაერკვია, თუ ვინ არის სიძულვილის ენის და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის წყარო – მედია თუ რესპონდენტი, ამიტომ ანგარიშში ცალკე არის გამიჯნული მედია და რესპონდენტების ამ ტიპის გამოხატვები.

მედიის განვითარების ფონდი მონიტორინგის პერიოდში პროცესის მონაწილე სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ყოველკვირეული მონიტორინგის შედეგებს ელექტრონული ბიულეტენის სახით სისტემატიურად აწვდიდა. ანგარიშს თან ერთვის რეკომენდაციები, რომელიც მედიისმკვლევარებმა მედიის, პროფესიული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიმუშავეს.

პროექტი “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით;

იხილეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ანგარიში Scribd-ზე