ტრეინინგი ბიუჯეტის მონიტორინგის თემაზე

26 იან, 2010

 

ტრეინინგის მიზანი იყო საბიუჯეტო მონიტორინგის, კერძოდ ფინანსური დახმარებების გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისათვის ახალი მეთოდოლოგიის გაცნობა და შესწავლა ტრეინინგის ძირითადი საკითხები იყო: საბიუჯეტო მონიტორინგის მეთოდები/მეთოდოლოგია, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგი,  ინფრასტრუქტურული პროექტების (მაგ. გზების, სახლების მშენებლობა) ფინანსური მონიტორინგი, მონიტორინგის შედეგების ეფექტიანი ადვოკატირება და ა.შ.

ტრეინინგს უძღვებოდნენ საბიუჯეტო მონიტორინგის სფეროს ერთ-ერთი  წამყვანი ორგანიზაციის – “international budget partnership”
(www.internationalbudget.org) წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ფონდის მოწვევით ჩამოვიდნენ.

 

 

ირინა ლაშხი
მარინა გვიმრაძე

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა