ფონდის თანამშრომლები სურამის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

21 იან, 2010

სურამის ბავშვთა სახლი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ბავშვთა სახლებთან შედარებით მეტ ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, უკვე 7 წელია, რაც ფონდი, სხვა მოხალისეებთან ერთად, სურამის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს სტუმრობს და მას შეძლებისდაგვარად ეხმარება – გასულ წელს ფონდმა ბავშვებს კომპიუტერი შეუძინა და ყველა აღსაზრდელი ახალი თეთრეულით უზრუნველყო.

წელსაც, ტრადიციულად, ნოემბერში ფონდის თანამშრომლებმა სურამის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და 46 აღსაზრდელს მოახლოვებული ზამთრისათვის თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, საკანცელარიო საქონელი, სათამაშოები, სუვენირები,  ხილი და კანფეტები ჩაუტანეს საჩუქრად. 

“სურამის ბავშვები”, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გასაოცარ მზრუნველობას და ყურადღებას იჩენდნენ, მიღებულ საჩუქრებს ერთმანეთს უნაწილებდნენ და ცდილობდნენ არავინ გამოგვრჩენოდა. ფონდის თანამშრომლები ბავშვებს თხოვნას ავუსრულებთ და მომავალშიც ვეწვევით მათ სტუმრად.

 

ნინო კიკნაველიძე
ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამა