ფონდის თანამშრომლებმა მზრუნველობამოკლებული ბავშვები კინო ”რუსთაველში” წაიყვანეს

26 დეკ, 2011

21 დეკემბერს, ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდის თანამშრომლებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან და ბავშვთა სახლებიდან 380-მდე მოზარდი წაიყვანეს კინოთეატრ “რუსთაველში”, მულტფილმზე “მხიარული პინგვინები”. ბავშვები, ძირითადად, თბილისიდან და მის შემოგარეში მდებარე დაწესებულებებიდან იყვნენ.

ბოლო წლებში ფონდი ყოველი ახალ წლის დამდეგს სტუმრობდა სხვადასხვა ბავშვთა სახლებს.  აღმოჩნდა, რომ წელს, სურამის სახლის აღსაზრდელები მცირე საოჯახო ტიპის სხვადასხვა სახლებში გადანაწილდნენ. ამიტომ, წლევანდელი საახალწლო ღონისძიება წინა წლებისგან განსხვავებული გამოვიდა.

სეანსიდან გამოსულ ბავშვებს ფონდის თანამშრომლებმა საახალწლო ნუგბარი და სახატავები გადასცეს.