ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველო” ოფისში ჩატარდება ნაციონალური სემინარი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში დასაქმებულ პირთათვის

22 იან, 2010

ნაციონალური სემინარი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში დასაქმებულ პირთათვის

დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ქსელი “Scoop”, რომელიც მხარს უჭერს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში,  ეპატიჟება კოლეგებს საქართველოდან  სემინარზე, რომელიც ჩატარდება  ქ. თბილისში შემდეგი სამი წლის განმავლობაში “Scoop” – ს შესაძლებლობა ექნება მხარი დაუჭიროს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას საქართველოში. 

სახალხო დამცველი, ბ-ნი სოზარ სუბარი ისაუბრებს პრესის თავისუფლების შესახებ,

ქ-ნი ჟენია რიბკა უკრაინიდან, გააკეთებს მოხსენებას მის საგამოძიებო ნამუშევრებზე, რომელიც მხარდაჭერილი იყო “Scoop” – ის მიერ, ხოლო ქ-ნი სოლვიგ გრამ იენსენი “Scoop”-იდან ისაუბრებს თვით ორგანიზაცია “Scoop” – ის საქმიანობის შესახებ და თუ როგორ არის შესაძლებელი მათგან საგამოძიებო ჟურნალისტურ პროექტების დაფინანსების მოპოვება.

სემინარი ტარდება   ფონდთან  “ღია საზოგადოება საქართველო” თანამშრომლობით. 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ შემდეგ ნომრებზე – +995 32 250463 +995 32 250592.

საკონტაქტო პირები: – ქ-ნი ლანა ღვინჯილია ელ.ფოსტა –
ქ-ნი სოლვიგ გრამ იენსენი ელ.ფოსტა –     (მხოლოდ ინგლისურ ენაზე)

გამოგვეხმაურეთ ამა წლის 2 ოქტომბრამდე.

სემინარი ჩატარდება 4 ოქტომბერს,  დაიწყება დღის 11:00 საათზე  და დასრულდება საღამოს. მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ნაციონალური სემინარის სამუშაო ენებია – ქართული, ინგლისური და რუსული.

დამატებითი ინფორმაცია “Scoop” – ის შესახებ შეგიძიათ იხილოთ  შემდეგ ვებ გვერდზე – http://www.i-scoop.org/ , ინგლისურ და რუსულ ენებზე.