ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ”აფხაზეთის სამართლებრივი დახმარების” პროექტი ხორციელდება

21 იან, 2010

19-24 ივლისს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით “აფხაზეთის სამართლებრივი დახმარების” პროექტის ფარგლებში აფხაზეთში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ადგილობრივ მოსახლეობის სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.

პროექტს – “აფხაზეთის სამართლებრივი დახმარება” ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ფონდის დაფინანსებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი” ახორციელებს.