ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” სააქტო დარბაზში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე - „გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების მონაწილეობისა და სამართლებრივი სტანდარტები

22 იან, 2010

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” სააქტო დარბაზში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე  „გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების მონაწილეობისა და სამართლებრივი სტანდარტები  (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის  სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულება და მისი მნიშვნელობა)”

შეხვედრაზე ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: ნინო გვაზავა – ორჰუსის ცენტრი; მანანა ქოჩლაძე – მწვანე ალტერნატივა, CEE Bankwatch Network; თამარ კორძაია – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრის

მასალები გამოქვეყნდება პროექტის “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ” ფარგლებში გამომავალი ელ.ბიულეტენში, რომლის ადრეული ნომრები შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე www.enp.ge.შეხედრები ფღსს-ში ტარდება პროექტის “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ” ფარგლებში.

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოსა” და ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მიერ.

მორიგი მრგვალი მაგიდა მოეწყობა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს თემაზე: “საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების მიღების გამარტივების პერსპექტივა”.

შეხვედრაზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან:

პაატა პაპუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ნინო ჩოხელი – ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის საფუძველზე დაიწერება მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – Policy Brief.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართება  2008 წ. 17 ოქტომბერს, პარასკევს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში. დასაწყისი – 3  სთ-ზე. მისამართი – ჭოველიძის 10.

 

მიხეილ მირზიაშვილი
სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამა