შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან-კრებულის პრეზენტაცია

19 ოქტ, 2012

 

პარასკევს, 19 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე „კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტის” მამარდაშვილის კლუბი გიწვევთ კრებულების შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან (მოიცავს ალექსანდრ პიატიგორსკის, სალომე ზურაბიშვილის და ზაზა ფირალიშვილის წერილებს მერაბ მამარდაშვილის ბიოგრაფიაზე, შემოქმედებაზე, საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე) და ახალი იდენტობები, ძიებანი  (შესულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მათი პედაგოგების ნაშრომები თანამედროვე კულტურის სხვადასხვა სფეროების ტრანსფორმაციებზე) პრეზენტაციაზე. წიგნები საინტერესოა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფილოსოფია, თანამედროვე ხელოვნება და კულტურა. 

პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში (III კორპუსი,  საკონფერენციო დარბაზი).

გამოცემები მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.