ჩრდილოვანი განათლების სისტემასთან დაპირისპირება- წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა

28 იან, 2011

ღია საზოგადოების ფონდის განათლების მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით ახალი პუბლიკაცია “ჩრდილოვანი განათლების სისტემასთან დაპირისპირება”გამოიცა, რომლის ავტორიც იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი მარკ ბრეია. წიგნი ინგლისურიდან უანგაროდ თარგმნა მარიამ ორკოდაშვილმა.  ფონდმა კი  წიგნის დაკაბადონების, ბეჭდვისა და გავრცელების ხარჯები გაიღო.

მოცემული წიგნი კერძო რეპეტიტორობის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი განათლების სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას. განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიის ნაწილებში რეპეტიტორობა დიდი ხანია რაც ფართოდ არის გავრცელებული. რეპეტიტორობა სულ უფრო მეტად ვლინდება აზიის სხვა რეგიონებში და აფრიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მოსწავლეები უფასო განათლებას იღებენ საჯარო სკოლებში, შემდეგ კი, დღის ან კვირის ბოლოს იგივე საგნებში ფასიან კერძო გაკვეთილებზე დადიან.

ეს წიგნი იწყება სხვადასხვა გარემოებებში ჩრდილოვანი განათლების სისტემის მასშტაბის, ბუნებისა და შედეგების მიმოხილვით. შემდგომ ის ამ ფენომენზე შესაძლო სამთავრობო საპასუხო პოლიტიკას განსაზღვრავს. წიგნი გვთავაზობს პროაქტიულ მიდგომას, როდესაც მთავრობები წყვეტენ, თუ რა ტიპის რეპეტიტორობა შეიძლება ჩაითვალოს სასურველად და რა ტიპის რეპეტიტორობა ითვლება პრობლემატურად, ხოლო ამის შემდეგ შესაფერისი პოლიტიკა დასახონ.

ავტორის შესახებ:

მარკ ბრეი არის იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIEP) დირექტორი. მისი 1999 წელს გამოსული წიგნი ჩრდილოვან განათლებაზე, რომელიც ასევე IIEP-მა გამოსცა, იყო ამ საკითხზე შექმნილი პირველი წიგნი და ის ფართოდ არის ციტირებული სამეცნიერო შრომებში. მისი შემგდგომი ნაშრომი ამ თემაზე ამ წიგნის ძირითად ნაწილს შეადგენს. მარკ ბრეის აგრეთვე მრავალი შრომა აქვს გამოქვეყნებული შედარებითი განათლების და განათლების ადმინისტრირების და დაფინანსების საკითხებზე. მარკ ბრეი არის აგრეთვე ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც ის შედარებითი განათლების კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს.