წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი

24 აპრ, 2012

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მედიამონიტორინგი დაიწყო, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად პასუხობს ტელეკომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტებს წინასაარჩევნო პერიოდში.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მონიტორინგს გაუწევს 7 ტელეკომპანიას 2012 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით და მონიტორინგის საფუძველზე გამოავლენს თითოეული ტელეკომპანიის მხრიდან საზოგადოებისთვის  ყველაზე ინტენსიურად მიწოდებულ თემებს ყოველი ორი კვირის განმავლობაში. 

პირველი ორი კვირის შედეგები 23 აპრილს გამოქვეყნდა და მოიცავს პერიოდს 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით. ანგარიშში მოცემულია მხოლოდ მიღებული შედეგების აღწერა. შედეგების სიღრმისებული ანალიზი მოგვიანებით, მონაცემების უფრო ხანგრძლივი პერიოდით დაგროვების შემდეგ გამოქვეყნდება.

მონიტორინგის პარალელურად, 18-21 აპრილს, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” (ISSA), “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” დაკვეთით,თბილისში გამოკითხა 400 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გამოავლინა ის საკითხები, რომელთა შესახებაც გამოკითხულები ისურვებდნენ მედიისგან ინფორმაციის მიღებას.

მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ ნახოთ  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე.