2011 წლის ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე

21 თებ, 2012

ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” გამოაქვეყნა ანგარიში “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულება 2011 წელს”.

2011 წლის მონიტორინგის მიზანი იყო არჩევნების, მედიის, ადამიანის უფლებების და სასამართლო რეფორმის, გარემოს და ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სფეროებში არსებული მდგომარეობის შეფასება  და ამ მიმართულებებით სასურველი ცვლილებების გამოკვეთა.

მოცემული ანგარიში 2011 წლის დეკემბერში მიეწოდა ევროკომისიას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური შეჯამებისთვის.

მსგავსი მონიტორინგი 2006 წლიდან ხორციელდება, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დასავლური განვითარების უზრუნველყოფისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა აიღო.  ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, სხვა დონორ და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ამ ვალდებულებების შესრულებას ადევნებს თვალს, აფასებს ამ მიმართულებით წინსვლას და წარმოქმნილ პრობლემებსა და ხარვეზებს.

2011 წლის ანგარიშზე მუშაობდნენ ექსპერტები: თამარ პატარაია, თამარ ხიდაშელი, მათიას ჰიუტერი, ნინა ხატისკაცი, მანანა ქოჩლაძე და ქეთევან ციხელაშვილი.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ მასალა გასული წლების ანგარიშების შესახებ.

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.