2011 წლის ეკონომიკური ტენდენციების შეჯამება

7 მარ, 2012

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა  2011 წლის ივლისიდან  ღია საზოგადოების ინსტიტუტის”  ფინანსური დახმარებით დაიწყო საქართველოს ეკონომიკის ყოველკვარტალური ანგარიშის მომზადება.  

გამოცემები სხვადასხვა თემებს ეძღვნება, თუმცა,  ყველა გამოცემაში აქცენტი კონკრეტულია. პირველი გამოცემის თემა იყო საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის მიმოხილვა,  მეორე ანგარიში დაეთმო დასაქმებისა და უმუშევრების ტენდეციებს, მესამე კი საერთაშორისო ფულადი გზავნილების თემას.

7 მარტს გამოქვეყნდა მეოთხე ანგარიში რომლის მთავარი თემა 2011 წლის ეკონომიკური ტენდენციების ძირითადი შეჯამებაა, ის მიმოიხილავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა: ინფლაცია, საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია, საბიუჯეტო დეფიციტის თემა და ა.შ. ანგარიშის მიხედვით საქართველოსთვის 2012 წლის მთავარი საფრთხე საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშის არსებული დეფიციტია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მომავალში გარე ზეწოლებისადმი ქვეყნის მდგრადობას.

გამოცემები მზადდება “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ინსტიტუციონალური დახმარების პროექტის ფარგლებში.