მრგვალი მაგიდა ჯანდაცვის უფლების და სტრატეგიული სამართალწარმოების თემაზე

26 თებ, 2016

2016 წლის 19 თებერვალს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც მოსამართლეებმა, ადვოკატებმა, იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა  ჯანდაცვის უფლებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანდაცვასთან დაკავშირებული, როგორც ადგილობრივი სასამართლო პრაქტიკა, ასევე საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით.

ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა დეფინიციას თუ რა განსხვავებაა სამედიცინო შეცდომას და ექიმის შეცდომას შორის, დისკუსიის უმეტესი ნაწილი საერთაშორისო პრაქტიკას სწორედ ამ კუთხით დაეთმო.