სტუდენტები თავისუფლებისათვის- ახალი პროექტი სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

10 ოქტ, 2014
ფონდის უმაღლესი განათლების პროგრამამ და საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ დღეს პროექტის ‘სტუდენტები თავისუფლებისთვის’ პრეზენტაცია გამართეს და მოუწოდეს სტუდენტებს, აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
უახლოეს მომავალში სტუდენტები შეიმუშავებენ კანონპროექტს, რომელსაც, რეკომენდაციის სახით სახელისუფლებო ორგანოებს წარუდგენენ. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში განსაკუთრებული პრობლემა სტუდენტების პოლიტიკური დამოკიდებულება და ფინანსური რესურსის გაუმჭვირვალობა იყო-ამის საშუალებას კი უმაღლესი განათლების შესახებ კანონი იძლევა, რომელშიც რიგი საკანონმდებლო ხარვეზებია.
პროექტი განხორციელდება 6 საუნივერსიტეტო ქალაქში- თბილისი, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში.

“სწორედ ახლა მიმდინარეობს სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტებს სწორედ მოცემულ ეტაპზე აქვთ რეალური შესაძლებლობა, დააფიქსირონ საკუთარი აზრი საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით”- აცხადებენ პროექტის ინიციატორები.