ახალი პუბლიკაცია

11 მარ, 2010

ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა ანგარიში ,,არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მექანიზმების შეფასება პირველად ჯანდაცვაში”.

პუბლიკაცია მომზადებულ იქნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით.

პუბლიკაცია აქტუალურია იმის გამო, რომ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის არსებული სიტუაციის შეფასება, ანალიზი და პრობლემათა ძირითადი მიმართულებების გამოკვეთა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებად მოიაზრება.

პუბლიკაციის ვრცელი ვერსია:

http://ncdc.ge/GEO/Publications/Reports/aragadamdebi_daavadebebi/2009/aragadamdeb%20daavadebaTa%20prevenciisa%20da%20kotrolis%20meqanizmebi.pdf