ადამიანის უფლებები

მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებების პროგრამის მთავარი პრიორიტეტებია:

  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მასშტაბური დარღვევებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამომჟღავნება, დაფიქსირება და დოკუმენტირება;
  • არასამთავრობო სექტორისა და ახალი აქტივისტური ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების, კორუფციის გამოვლენისა და მამხილებელთა მხარდაჭერის მიმართულებით;
  • პროგრამის მიერ მხარდაჭერილი იურიდიული დახმარების ქსელის გაძლიერება, რათა სამოქალაქო აქტივისტებსა და უფლებადამცველებს, გაეწიოთ სათანადო სამართლებრივი მომსახურება როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ასევე – რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
  • თანასწორობის კოალიციის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები. დისკრიმინირებულმა ჯგუფებმა მიიღონ ადეკვატური სამართლებრივი დახმარება. გამოვლინდეს სისტემური ხარვეზები და შემუშავდეს მათი აღმოფხვრის საშუალებები.

ადამიანის უფლებების პროგრამა განიხილავს როგორც ფასილიტირებულ, ასევე ღია კარის წესით მიღებულ განაცხადებს პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად.

 

სხვა პროგრამები:

 

სოციალური სამართლიანობა

მონაწილეობითი დემოკრატია

მედიაპროგრამა

ეროვნული ინტეგრაცია

ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებები

კონტაქტი

ადამიანის უფლებების პროგრამა

+995 032 225 04 63 კონტაქტი