ეროვნული ინტეგრაცია

ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივიზმის, კვლევის, ადვოკატირების და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებისათვის საჭიროებებისა და წუხილების გაჟღერების შესაძლებლობების შექმნის გზით.

პრიორიტეტული მიმართულებები:

ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა

  • ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევების შესახებ მონაცემების მოგროვების, ინფორმაციის გადამოწმების და გამოყენების, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშების მომზადებისათვის საჭირო უნარების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და უფლებების მქონე სუბიექტებში.
  • სამიზნე რეგიონების საჯარო მოხელეების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო აქტივისტებთან, თემის ლიდერებთან და ადგილობრივ მედიასთან ეფექტური უკუკავშირისა და დიალოგის პლატფორმების შექმნის გზით.

პოლიტიკური მონაწილეობა

  • სტრუქტურიზებული ტექნიკური დახმარება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებში მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე ადვოკატირებისა და საჯარო დისკუსიებისათვის საჭირო უნარების გაძლიერებისათვის.
  • ადგილობრივი ინიციატივების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების ხელმძღვანელობით, მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასა და პოლიტიკურ პროცესებზე ზედამხედველობას.

მიგრაცია და მრავალფეროვნება

  • მიგრანტებსა და ქართულ საზოგადოებას შორის ურთიერთობების კვლევების მხარდაჭერა: პოლიტიკური, უსაფრთხოების, სოციო-ეკონომიკური და კულტურული გამოწვევების იდენტიფიცირება და საქართველოს მთავრობისათვის მიგრანტებისა და ლტოლვილების ნაკადებთან ეფექტურად გამკლავებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
  • მედია საშუალებების მიერ უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების პრობლემატიკის გაშუქება და სახელმწიფო ვალდებულების შესრულების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მხარდაჭერა მიზნობრივი გრანტების საშუალებით.

სხვა პროგრამები

სოციალური სამართლიანობა

მედიაპროგრამა

ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებები

ეროვნული ინტეგრაცია

კონტაქტი

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა

+995 032 225 04 63 კონტაქტი