გრანტები

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ ღია საზოგადოების პრინციპებს და აქვთ მკაფიო ხედვა, თუ რა გზით არის შესაძლებელი ცვლილებების განხორციელება.

ღია კარი თუ კონკურსი?

სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც ღია კარის წესით, ისე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში.

  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდში საპროექტო განაცხადის წარდგენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ამავე ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი
  • ფონდი აფინანსებს არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს. გრძელვადიან  პარტნიორებთან და გამოცდილ  ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პარალელურად, ფონდი მხარს უჭერს ახლად დაარსებულ ორგანიზაციებს;
  • პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემულ მომენტში, განმცხადებელი ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პროექტს;
  • წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს პირველ ეტაპზე განიხილავს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია. პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. ონლაინ საპროექტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 2 თვის განმავლობაში. განხილვას ექვემდებარება მხოლოდ სრულად შევსებული და ფონდის პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისი საპროექტო განაცხადი;
  • პროექტის წარმოდგენამდე შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია თქვენი იდეის ან პროექტის შესაბამისი პროგრამის წარმომადგენლებთან.
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის  დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმეორედ წარმოდგენის საკითხი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის პროგრამასთან.  პროგრამებთან საკონსულტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვით კონსულტაციის გვერდს. 
  • პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი უნდა აითვალოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების დღის განსაზღვრისას განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 8-10 კვირის ვადა;
  • ონლაინ საპროექტო განაცხადში  განცმხადებლის მიერ მონიშნულ პროგრამაში თანხის ამოწურვის შემთხვევაში,  პროექტის შემოტანამდე განმცხადებელმა უნდა გაიაროს კონსულტაცია იდეის შესაბამის პროგრამასთან.  წინაამღდეგ შემთხვევაში, პროექტი არ დაფინანსდება ან მისი განხილვა გადაიდება მომდევნო წლისთვის.

ინფორმაციისათვის საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და სტიპენდიის შესაძლებლობის შესახებ დაუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას საერთაშორისო განათლების ცენტრს.