კონსულტაცია

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი ღია კარის წესით აღარ იღებს პროექტებს მედიის მხარდაჭერის, ევროინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, ეროვნული ინტეგრაციისა და სოციალური სამართლიანობის პროგრამებში. 2023 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ბიუჯეტი ყველა აღნიშნულ პროგრამაში ამოწურულია.

თუმცა, პერიოდულად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსებს სხვადასხვა მიმართულებით.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი ახალ პროექტებს ღია კარის წესით 2024 წლის იანვრიდან მიიღებს. პროგრამების პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საგრანტო პროექტების დაფინანსების განხილვაც მომავალი წლიდან გაახლდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით: ; +995 32 2 25 04 63.

გაქვთ შეკითხვები?

კონსულტაციის დანიშვნამდე, გთხოვთ გაეცნოთ  2023 წლის ფონდის პროგრამულ პრიორიტეტებს და ჩვენს პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე

პროგრამები

ფონდიდან დაფინანსების მიღება შეუძლიათ არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს.

ფონდის საქმიანობა შესაბამისობაშია გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი,  საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, მისი წარმომადგენლობა-ფილიალი, განყოფილება.

გრანტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გრანტის მიმღები ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქე.  გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს,  საქართველოს რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის წარმომადგენლობას-ფილიალს, განყოფილებას.

2019 წლის 15 იანვრიდან, საპროექტო განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფონდის ვებგვერდის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ამ გვერდზე.

ონლაინ საპროექტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 8-10 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ პროგრამაში თანხა ამოწურულია და მიმდინარე ეტაპზე საპროექტო განაცხადი არ განიხილება, განაცხადის წარმდგენი მიიღებს შეტყობინებას  განხილვის მომდევნო წლისთვის გადადების თაობაზე.

პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემულ მომენტში, ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პროექტს.

პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. მისი განხორციელების ვადა უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას.

პროექტის ბიუჯეტის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. ბიუჯეტი უნდა იყოს ხარჯთ-ეფექტური, დასაბუთებული და შეესაბამებოდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობას.

სახელფასო ბიუჯეტის ზღვარი დადგენილი არ არის და დამოკიდებულია პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

რეკომენდაცია უნდა ეხებოდეს პროექტსაც და მის წარმდგენსაც.

სასურველია, რეკომენდატორი იყოს პროექტის შესაბამის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი. გარდა ამისა, უნდა იცნობდეს პროექტის წარმდგენის გამოცდილებასა და საქმიანობას.

რეკომენდატორი არ უნდა იყოს  ფონდის აღმასრულებელი საბჭოსა და   საექსპერტო კომისიის წევრი, ფონდის თანამშრომელი ან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირი.

წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს პირველ ეტაპზე განიხილავს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია.

პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე. ფონდის პროგრამების საექსპერტო კომისიის შემადგენლობა ცვალებადია. მიმდინარე ეტაპზე კომისიის წევრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამის პროგრამას.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი აითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების დღის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 8-10 კვირის ვადა.

ფონდი საზღვარგარეთ სწავლას არ აფინანსებს. საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდს www.cie.ge

ფონდი არ გასცემს სამგზავრო გრანტებს. მგზავრობის ხარჯებს ანაზღაურებს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ დაფინანასებული პროექტი ითვალისწინებს მონაწილეთა საერთაშორისო ვიზიტს.

ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციები, ძირითადად უფასოა. მათი უმეტესი ნაწილის სრული ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდის განყოფილებაში „ბიბლიოთეკა“, ხოლო ის პუბლიკაციები, რომელთა ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, შეგიძლიათ მოიძიოთ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში არსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ათასზე მეტი დასახელების  სხვადასხვა თემატიკის წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ჩაწერით, ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, როგორც დისტანციურად, ისე ფონდის ოფისში.  კონსულტაციაზე ჩასაწერად ეწვიეთ გვერდს.

ამჟამად ფონდი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს არ აფინანსებს. ეკონომიკური განვითარების პროგრამა ფონდში აღარ ფუნქციონირებს 2008 წლიდან.

ღია საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის  დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმეორედ წარმოდგენის საკითხი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის პროგრამასთან.  პროგრამებთან საკონსულტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვით კონსულტაციის გვერდს.