ახალი სახლი გურჯაანში- გადაცემა 'იმედის გმირები'

12 ნოე, 2012

გადაცემა ‘იმედის გმირები’, გადაცემის ავტორი ნინია ახვლედიანი მოგვითხრობს გურჯაანის სახლის დამფუძნებლის მაია შიშნიაშვილის საქმიანობაზე.

2011 წელს ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაციამ “ხელი ხელს” გურჯაანში საოჯახო ტიპის დაწესებულება შექმნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათი ადამიანი ცხოვრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მაია შიშნიაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაუთმო ამ ადამიანებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ სახლი ფონდის დახმარებით გაარემონტა და დასაქმებული პერსონალი გადაამზადა. აღნიშნული ტიპის საცხოვრებელი პირველია პოსტ საბჭოთა სივრცეში.