ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით სადისკუსიო შეხვედრა გაიმართება

16 ივნ, 2010

18 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” აწყობს სადისკუსიო შეხვედრას, რომელზეც მთავრობის, ბიზნესის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე ახალი კოდექსის მთავარ ცვლილებებზე ისაუბრებს; ახალ კოდექსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს ასევე I&N Auditის წარმომადგენელი ირაკლი შავიშვილი. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება რეზო საყევარიშვილი, ეკონომიკის დარგის ექსპერტი.

შეხვედრას დაესწრებიან მთავრობის წევრები, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები  (თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, მაგთიკომი და სხვა) აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაციის წევრები (Pricewaterhouse Coopers,  Deloitte & Touche, სხვ.) ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ძველი საგადასახადო კოდექსის ავტორები, პოლიტიკური პარტიები (ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, ალიანსი საქართველოსთვის და სხვ.), დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრა ქართულ ენაზე წარიმართება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:

ირინა ლაშხს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორს

ან მარინა გვიმრაძეს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ასისტენტს –