დევნილთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი კოალიცია - ”დევნილთა უფლებებისათვის ” გიწვევთ პრეზენტაციაზე, რომელზეც წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისათვის განხორცილებული პროგრამების მონიტორინგის შუალედურ შდეგებს

18 მარ, 2009

დევნილთა ინტერესების დაცვის მიზნით 10 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიცია –  “დევნილთა უფლებებისათვის”  მართავს პრეზენტაციას,  რომელიც ეძღვნება კოალიციის მუშაობის პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განხორციელებული  დახმარების პროგრამების მონიტორინგის შუალედურ შედეგებს.

შუალედურ შედეგებში კოალიცია აფიქსირებს  დევნილთა დახმარების განხორციელების პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილ დადებით ასპექტებს, არსებულ ხარვეზებს და პრობლემებს;  წარადგენს საკუთარ  რეკომენდაციებს, რომელიც დევნილთა მდგომარეობის გამოსწორებაზეა მიმართული.

პრეზენტაცია ჩატარდება ხუთშაბათს, 19 მარტს, 17 საათზე, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭოველიძის ქ. N10

თინიკო ბოლქვაძე

ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი