დონორების ნაჩუქარი მილიარდების ხარჯვას არასამთავრობოთა კოალიცია გააკონტროლებს

10 ივნ, 2010

დონორების ნაჩუქარი მილიარდების ხარჯვას არასამთავრობოთა კოალიცია გააკონტროლებს -რადიო”თავისუფლება”

შვიდი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას აყალიბებს. გაერთიანება, რომელსაც “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ერქმევა,გეგმავს იმ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების ფინანსურ მონიტორინგს , რომელიც საქართველოს აგვისტოში გამოუყვეს დონორმა ქვეყნებმა. მოგითხრობთ კოალიციის გეგმებზე.

კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” მიზანს დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომი კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად შვიდი ორგანიზაცია, რომელიც კოალიციად გაერთიანდა, ფართომასშტაბიანი მონიტორინგის, ადვოკატირების და საინფორმაციო კამპანიის წარმართვას გეგმავს.>>>