ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგია 2013-2016 წლებისთვის- განხილვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში

15 მაი, 2013

სამშაბათს 30 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს „საქართველოს ევროინტეგრაციის კომუნიკაციის და ინფორმაციის სტრატეგია 2013-2016 წლებისთვის.”

დოკუმენტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად იქნა შემუშავებული. აღნიშნული სტრატეგია განსაზღვრავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ჩარჩოს. კომუნიკაციის სტრატეგიის შესრულება უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფების უკეთ ინფორმირებას ევროიტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას.

სტრატეგიის შესახებ საქართველოს პარლამენტში პრეზენტაცია გააკეთა სტრატეგიის ერთერთმა ავტორმა, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელმა ივანე ჩხიკვაძემ. ღონისძიებას დაესწრნენ სამოქალაქო პლატფორმის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.