ერთდღიანი ტრენინგი სკოლის პედაგოგებისათვის, განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის

31 იან, 2011

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” პროგრამა “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” 10 თებერვალს, ხუთშაბათს აწყობს ტრენინგს თემაზე – “სოკრატული სწავლებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარება  სასკოლო გარემოში”.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სკოლის პედაგოგებს, განათლების ექსპერტებს და სპეციალისტებს, განათლების ფაკულტეტის სტუდენტებს და განათლების სფეროში მომუშავე პირებს. ტრენინგს გაუძღვება ბატონი გიორგი ლაცაბიძე (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პროგრამა).

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ხუთშაბათს ფონდის ტრენინგ-ცენტრში (მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. #10, ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” შენობა). დასაწყისი: 10:00სთ.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი – “ინფორმაცია მონაწილეთა შესახებ” და ა.წ 5 თებერვლამდე  მიაწოდოთ  პროგრამის კოორდინატორს ნინო კიკნაველიძეს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: .

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ  ნინო კიკნაველიძეს ან თამარ წერეთელს ნომერზე: 25 04 63.

იხ. პროგრამა და განაცხადის ფორმა.