'ეს შენ გეხება- ისევ გვისმენენ'-აქცია ქუთაისში

3 აპრ, 2014

 

3 აპრილს, კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” მონაწილე არასმთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტარებს მოუწოდეს ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცონ და არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით შეცვალონ.

პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 4 სხვადასხვა კომიტეტში იყო დაგეგმილი. 

საკომიტეტო მოსმენებს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და იურისტები ესწრებოდნენ.