ინტერნეტ ტელევიზიის პირველი კონფერენცია- კიდევ ერთი ნაბიჯი სოციალური მედიის განვითარებისკენ

14 აპრ, 2010

16 და 29 აპრილს,  თბილისში, სასტუმრო “ძველ თბილისში” სინგულარ ჯგუფის და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით  ინტერნეტ ტელევიზიის პირველი კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას ძირითადად ჟურნალისტები,  სოციალური მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ვებ დეველოპერები მიიღებენ. ღონისძიების მიზანია ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ აუდიტორიის განათლება. სპეციალურად მოწვეული ქართველი, სინგაპურელი და ინგლისელი ექსპერტები გაგვიზიარებენ თავიანთ ცოდნას ინტერნეტ ტელევიზიის საკითხებზე, როგორც ტექნიკური, ასევე ჟურნალისტური კუთხით.

კონფერენციის პირველ  დღეს-, 16 აპრილს  წარმოდგენილი იქნება ზოგადი თემები და ინტერნეტ მაუწყებლობის სოციალური მხარე; ხოლო მეორე დღე (29 აპრილი) მიეძღვნება ინტერნეტ ტელევიზიის შექმნის დეტალებს, მის ტექნიკურ და ჟურნალისტიკურ ასპექტებს.

კონფერენციის პირველი დღისთვის რეგისტრაცია დასრულებულია. 29 აპრილს მონაწილეობის მსურველებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისათვის, რომ მონაწილეთა სიაში ჩაეწერონ.  დარეგისტრირდით 18 აპრილამდე.

სპეციალურად კონფერენციისთვის შექმნილი ვებ გვერდი  დამატებითი ინფორმაციას  მოგაწვდით მომხსენებლების, მონაწილეების და კონფერენციის განრიგის შესახებ.