კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” მოითხოვს ”მაესტროს” სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას

1 დეკ, 2011

1 დეკემბერი, 2011

ტელეკომპანია “მაესტროში” მიმდინარე მოვლენების გამო კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” მოუწოდებს მმართველ კომპანიას და ტელეარხის დამფუძნებლებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ “მაესტროს” სრულფასოვანი მაუწყებლობა.  სიტუაციის განმუხტვის მიზნით მათ უნდა დატოვონ შენობა, მისცენ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება და სამართლებრივი დავა გააგრძელონ ისე, რომ არ დაზარალდეს  ტელეკომპანია და მისი მაყურებელი.

კოალიცია მზად არის შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.