კონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება

25 ნოე, 2013

მედია ანონსი 

26 ნოემბერი, 2013

 

კონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა” გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება
 

26 ნოემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში (ჭოველიძის ქ.10) გამოქვეყნდება გამარჯვებული კონკურსანტები (საუკეთესო სტატია, სიუჟეტი და მულტიმედია ნამუშევარი) , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა”. 

კონკურსი ჩატარდა სამ კატეგორიაში:

– საუკეთესო ბეჭდური სტატია ან ბლოგი;

– საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი და/ან რეპორტაჟი;

– საუკეთესო მულტიმედიური ნამუშევარი.


საკონკურსო თემა:

საკონკურსო მასალა უნდა შეეხებოდეს პაციენტების (პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ან აივ ინფიცირებულთა და/ან შიდსით დაავადებული) უფლებრივ მდგომარეობას, მკურნალობის და სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ სფეროში არსებულ სიტუაციას და პოლიტიკას.

კონკურსში მონაწილეობა თხუთმეტმა ჟურნალისტმა მიიღო, რომლებიც წარმოადგენდნენ, როგორც ტელე ასევე ბეჭდურ მედიას.

კონტაქტი: გვანცა კიკალიშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: 599 799 646