კონსულტაციის დღე

27 სექ, 2016

2016 წლის 29 სექტემბერს, ხუთშაბათს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (მის: ჭოველიძის #10) გაიმართება კონსულტაციის დღე. ფონდის პროგრამების მენეჯერები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ. 

კონსულტაციები ჩატარდება პროგრამების მიხედვით:

  • უმაღლესი განათლება – 11:00 სთ;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – 12:00 სთ;
  • ადამიანის უფლებები – 17:00 სთ;
  • ევროინტეგრაცია – 16:30 სთ, 3 ოქტომბერი, ორშაბათი;
  • ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება – 12:00 სთ, 4 ოქტომბერი, სამშაბათი. 

ფონდის 2014-2016 წლების სტრატეგია იხილეთ აქ.