კრებულის "კარი გამიღე" პრეზენტაცია

16 დეკ, 2013

20 დეკემბერს, პარასკევს, 21:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში (მის: ი.მაჩაბლის #13) ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” და თანამედროვე ქართველი მწერლები აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, დავით გაბუნია, გიო მგელაძე, დათო ტურაშვილი, ერეკლე დეისაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანინა ტეფნაძე და ალექს ჩიღვინაძე მოთხრობების კრებულის “კარი გამიღე” პრეზენტაციას გამართავენ. 

კრებული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე ქართველ მწერალთა მხატვრულ რეფლექსიას წარმოადგენს.